ირმა ინაშვილი - ირაკლი კობახიძე არის მატყუარა - მტკნარი სიცრუეა, რომ უმრავლესობა ჩვენი ნების მიუხედავად, შეგვიყვანს პარლამენტში

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მტკნარი სიცრუეა ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ პარლამენტს შეუძლია ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს. ინაშვილის შეფასებით, აღნიშნული საკითხი ირაკლი კობახიძის მხრიდან „არაკომპეტენტურობის გამოხატულობაა“.

როგორც მან აღნიშნა, არავის არ აქვს უფლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ადამიანი დანიშნოს ამა თუ იმ სამსახურში.

ირაკლი კობახიძე არის მატყუარა, ძალიან მდაბიო ცილისმწამებელი, არჩევნების გამყალბებელი. მე მახსოვს, არჩევნების ასეთი გამყალბებელი იყო თინა ხიდაშელი, რომელიც საგარეჯოს არჩევნების გაყალბების მერე, ფეხებს უბაკუნებდა მთელ მთავრობას, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ, სად არის ხიდაშელი, ის აღარ არის ხელისუფლებაში და ექსპერტია. კობახიძესაც ელის იგივე ბედი. ნურავინ იფიქრებს, რომ გააყალბებს არჩევნებს ქვეყანაში და ეს დარჩება დაუსჯელი. რაც შეეხება მექანიზმს, რომ უმრავლესობა ჩვენი ნების მიუხედავად, შეგვიყვანს პარლამენტში, ეს არის მტკნარი სიცრუე და არაკომპეტენტურობის გამოხატულობა კობახიძის მხრიდან. არავის აქვს უფლება ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ სადმე შეგვიყვანოს, ან არ შეგვიყვანოს, მითუმეტეს, კობახიძეს და უმრავლესობას არ აქვს ამისი უფლება.

მოვუწოდებ ყველა ოპოზიცურ პარტიას, რომელიც დღეს ამბობს, რომ არ შედის პარლამენტში, გააკეთოს ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეს არის უარის თქმა განცხადების ფორმირების საშუალებით, ანუ მთელი სიის წევრებმა უნდა დაწერონ განცხადება უარზე და ერთად შევიტანოთ ეს განცხადებები ცესკო-ში. მაშინ ყველანაირი პრობლემა მოიხსნება და 45 დღეში დაინიშნება არჩევნები.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, კობახიძის საყურადღებოდ, ჩაიხედოს კანონში საჯარო მოსამსახურეების შესახებ, არავის არ აქვს უფლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ადამიანი დანიშნოს ამა თუ იმ სამსახურში“, - განაცხადა ინაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მე-10 მოწვევის პარლამენტში არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს. როგორც კობახიძე აცხადებს, „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო