ნოდარ ხარშილაძე - რთულ პოლიტიკურ კრიზისში ვართ - დიდი საფრთხეა, რომ მივიღოთ ჩრდილოეთ კორეა, ერთი პარტია პარლამენტში, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ საექსპერტო საზოგადოება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის განსახილველად შეხვედრას მართავს. ექსპერტის, ნოდარ ხარშილაძის განმარტებით, ქვეყანა ძალიან რთულ პოლიტიკურ კრიზისშია და არის საფრთხე, რომ ჩრდილოეთ კორეის მსგავსად პარლამენტში ერთი პარტია იყოს წარმოდგენილი.

„ძალიან რთულ პოლიტიკურ კრიზისში ვართ, სადაც დიდი საფრთხეა, რომ მივიღოთ ჩრდილოეთ კორეა, ანუ ერთი პარტია იქნება პარლამენტში, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

მიდის დიალოგი და ყველას გვინდა, რომ რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ, რადგან ეს ქვეყანა ყველასია. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიკრიბეთ ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, ვისაც დიპლომატიურ კორპუსთან კოორდინაციით, გამოსავალზე გვსურს საუბარი, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რა სახის კომპრომისებზე უნდა წავიდეს, პირველ რიგში, ხელისუფლება იმიტომ, რომ ბურთი ახლა მათ მოედანზეა. ეს გამოსავალი ხალხისთვის მისაღები უნდა იყოს და ხალხმა არ იგრძნოს თავი ისე, რომ მათი ხმები, ან არ იქნა ასახული პარლამენტში, ან ეს ხმები გაიყიდა - ეს ორივე მიუღებელია. იმაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ასეთი სამარცხვინო არჩევნები არასდროს აღარ იქნება,“- განაცხადა ხარშილაძემ.

ხარშილაძის განცხადებით, ცესკო-ს სრული რეორგანიზაციაა საჭირო და ამის შემდეგ უნდა გამოიკვეთოს თუ რა იქნება კომპრომისები.

„ჩვენ გვაქვს ფორმატი, სადაც ვმუშაობთ პოლიტიკურ პარტიებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. ორივე მხარესთან გვექნება კოორდინაცია და ორივეს მივაწვდით გარკვეულ გზებს,“- განაცხადა ხარშილაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო