გიგი წერეთელი - მოლაპარაკება არის ერთ თემაზე, როგორ მოხდეს მძიმე პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, რაც არჩევნების შემდეგ შეიქმნა

დღეს ნებისმიერი მოლაპარაკება არის ერთ თემაზე, როგორ მოხდეს იმ ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, რომელიც შეიქმნა საქართველოში არჩევნების შემდეგ, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების შეხვედრას აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას აქვს დიალოგის მზადყოფნა, ხოლო ახლა გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს.

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ამ შემთხვევაში ფასილიტატორი ელჩები, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის არიან ამ პროცესში აქტიურად ჩართულნი, არის შეხვედრები და მიზანი ბუნებრივია არის ის, თუ რა გზები არსებობს ამ კრიზისიდან გამოსვლის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციას, გარდა იმ მკაფიო მოთხოვნების რაც არსებობს, აქვს მზადყოფნა დიალოგის, შესაბამისად, ხელისუფლების მხარეს არის ახლა გადაწყვეტილება მისაღები და ვფიქრობ, რომ ელჩებიც ამ მიმართულებით უნდა მუშაობდნენ, რათა მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომელიც ამ პროცესს დაამშვიდებს, მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური არჩევნები, ნორმალური ადმინისტრაცია, რაც არის მოთხოვნა და არა პირიქით, გამწვავდეს ის ვითარება, რომელიც დღეს არის”, - განაცხადა წერეთელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო