„მრავალეროვანი საქართველო“ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას დააკვირდება

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2020 წლის 21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას დააკვირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„მრავალეროვანი საქართველოდან“ აცნობეს, არჩევნების დღის მონიტორინგს განახორციელებს ორგანიზაციის 200 დამკვირვებელი. მათ შორის, 175 საუბნო საარჩევნო კომისიის, 18 მობილური ჯგუფის და 7 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი. არჩევნების დღეზე დაკვირვება მოიცავს სულ 7 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, რომელთა შორისაა: რუსთავი და გარდაბანი (#12), ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი და ახმეტა (#10) - კახეთი; მცხეთა (#11)- მცხეთა-მთიანეთი; ასევე მთაწმინდა (#1), ისანი (#4), სამგორი (#5) და გლდანი (#8) - თბილისი. არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიას კოორდინირებას გაუწევს საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც იფუნქციონირებს ინციდენტების ცენტრი. მოკლევადიანი დამკვირვებლებისგან ცენტრის ოპერატორები მიიღებენ და დაამუშავებენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. არჩევნების დღეს სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას გაუწევენ პროგრამის იურისტები. საკოორდინაციო ცენტრში თავმოყრილი ინფორმაცია პერიოდულად გასაჯაროვდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ამასთანავე, „მრავალეროვანი საქართველოს“ საკოორდინაციო ცენტრში იფუნქციონირებს ცხელი ხაზი ნომერი - 511 130 176, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და საკოორდინაციო ცენტრს გაუზიაროს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია“,-აღნიშნულია „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა