ზაალ უდუმაშვილი - თუ აწყობთ, სიაში დამატებით ჰყავდეთ დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, არ ვართ ბატონო ამ პარლამენტის წევრებიო და ესენი გვეჭიდავებიან, გინდა თუ არა ხართო, მაშინ კი ბატონო, იყოს ასე

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე-10 მოწვევის პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ფორმალურად კენჭს უყრის თუ არა.

მისი თქმით, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„ფორმალურად ამას როგორ გააფორმებენ, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. ისინი ჩვენს განცხადებებს კენჭს უყრიან, დაეთანხმებიან თუ არ დაეთანხმებიან, ეს მათი გადასაწყვეტია. ფორმალურად რა აზრი აქვს იმ პარლამენტში ყოფნას, რომელსაც არ ცნობ და მის მუშაობაშიც არ იღებ მონაწილეობას? თუ აწყობთ, რომ დამატებით ჰყავდეთ სიაში დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, რომ არ ვართ ბატონო ამ პარლამენტის წევრებიო და ესენი გვეჭიდავებიან, რომ გინდა თუ არა ხართო, მაშინ კი ბატონო, იყოს ასე”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მე-10 მოწვევის პარლამენტში არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს. როგორც კობახიძე აცხადებს, „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა