ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - ტინი კოქსის განცხადებები ასამბლეის დელეგაციის პოზიციას ასახავს, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან

უკიდურესად ვწუხვართ საქართველოში გარკვეული პოლიტიკური წარმომადგენლების მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარის, რომელიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა, პირადი პატიოსნების მიმართ განხორციელებული დაუსაბუთებელი თავდასხმების გამო, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დაემსის განცხადებაშია აღნიშნული.

”მისი განცხადებები ასახავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პოზიციას, რომელიც გაკეთდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიიდან. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერს შეუძლია არ დაეთანხმოს მის დასკვნებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პატიოსნება ეჭვქვეშ ვერ დადგება,” - წერს რიკ დაემსი.

ის ყველა პოლიტიკურ მხარეს ბრალდებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან,“- აცხადებს რიკ დაემსი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის ტინი კოქსის მიმართ კრიტიკული განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა