კურტ ვოლკერი აშშ-ის სამხედრო ყოფნის შესახებ საქართველოში - არა მგონია, ეს მალე მოხდეს, მაგრამ ამ დისკუსიას მივესალმები

„არა მგონია, ეს მალე მოხდეს, მაგრამ ამ დისკუსიას მივესალმები“, - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენლმა და ნატო-ში ყოფილმა წარმომადგენლმა, კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ყოფნის თემის შესახებ განუცხადა, რის თხოვნითაც უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ქართველმა ექსპერტებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლამდე მიმართეს.

„პირველ რიგში, ამ დისკუსიას მივესალმები. ვფიქრობ, კარგია, თუ ხალხი ამას წინ წამოწევს და ეს ისეთი დისკუსიის საგანი იქნება, რომელიც არ აღიქმება ემოციურად ან არ წამოწევს წინ „რუსულ ვეტოზე“ ღელვის თემას. რამდენიმე მიზეზის გამო, არა მგონია, ეს მალე მოხდეს. პირველ რიგში, აშშ არსებით სამხედრო განლაგებას სადაც გადაწყვეტს, დამოკიდებული იქნება აშშ-ის სამხედრო მოთხოვნილებებიდან, რამდენად აქვს აზრი, რომ აშშ-მ საქართველოში მუდმივად ყოფნა გადაწყვიტოს. როგორც იცით, აშშ გერმანიიდან გამოიყვანს ზოგ ძალებს, ასევე, გამოიყვანს ავღანეთიდან, შუა აღმოსავლეთიდან. ამასთანავე, აშშ-ში, კოვიდ 19-ის გამო ეკონომიკური აღდგენის ძალისხმევის შედეგად მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით, შესაბამისად, უახლოეს მომავალში მსგავსი ახალი ნაბიჯებისთვის ბევრი თანხები არ იქნება. შესაბამისად, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზის გამო ასეთი რამის რეალურად მოხდენისთვის შესაბამისი დრო არ არის, თუმცა ამის წინ წამოწევა და დისკუსიის თემად ქცევა მისასალმებელი ინიციატივაა.

ხანდახან ასეთი რამ იმდენად შეუძლებელი ჩანს, რომ ამაზე არცაა საუბარი, თავის მხრივ, როცა საუბარი არ მიდის, მაშინ ეს არც ხდება, თუმცა, თუ როგორც ყველაზე ცოტა, განიხილავ, მაშინ საკითხის მისტიფიკაცია იკლებს. ვფიქრობ, ეს გამოსადეგი ნაბიჯია“, - აღნიშნა ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს