ზურაბ ჯაფარიძე - თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ირაკლი კობახიძემ და მისმა მეგობრებმა შეიძლება გადაწყვიტონ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მე ვიქნები თუ არა დეპუტატი? არ წერია მსგავსი რამ კონსტიტუციაში

თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ირაკლი კობახიძემ და მისმა მეგობრებმა შეიძლება გადაწყვიტონ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მე ვიქნები თუ არა დეპუტატი? არ წერია მსგავსი რამ კონსტიტუციაში, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას შეეხებოდა, სადაც ის ამბობს, რომ სწორედ მმართველ გუნდზეა დამოკიდებული ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წევრებს მანდატებზე კენჭისყრისას ეტყვის თუ არა უარს.

მისივე თქმით, შეუძლებელია სახელმწიფომ მოქალაქეს საქმიანობა განუსაზღვროს.

„სახელმწიფომ რომ მითხრას გინდა თუ არა შენ უნდა იყო მაღაროელი, ხომ ვერ გავხდები მაღაროელი, თუ მე არ მინდა მაღაროელი რომ ვიყო? პარლამენტის წევრობაც არის ასეთივე რაღაც, კონკრეტული საქმიანობა, პროფესია. მე თუ არ მინდა, კობახიძე ვერ გამხდის მე პარლამენტარს, ვერც ერთ შემთხვევაში. რაც შეეხება ბოიკოტს, არაფერი კარგი ბოიკოტში არაა, არც იმაში, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. უბრალოდ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და არა ოპოზიციური პარტიები“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“. მისივე მტკიცებით, „ პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას“. კობახიძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს შანტაჟს, ხოლო კონსტიტუცია შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს ითვალისწინებს. კობახიძე ირწმუნება, რომ პარლამენტისა და მისი უმრავლესობის გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ერთპარტიულ პარლამენტს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა