რუსთავის მერიამ ქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს, საკვები პროდუქტი დაურიგა

რუსთავის მერიამ ქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს, საკვები პროდუქტი დაურიგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” რუსთავის მერიიდან აცნობეს, რუსთავის ოცდაორივე საბავშვო ბაღში, სურსათის დარიგება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

უწყების ცნობით, საკვები პროდუქტის გაცემის პროცესს, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ეკა ხუციშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე დაესწრნენ. საკვებ პროდუქტს რუსთავის ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული ყველა აღსაზრდელი, ჯამში 6 513 ბავშვი მიიღებს.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, რუსთავის საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი 9 ნომბრიდან შეჩერებულია.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ბაღის ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამა გაზაფხულზეც განახორციელა. სოციალური პაკეტით, მაშინ 5650 ოჯახმა ისარგებლა და სრულად მოიცვა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა რაოდენობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს