გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი - სასამართლომ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო

შაქარაშვილის საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის განსაზღვრაზე სამართლიანი იყო. როგორც ნანა გუგუტიშვილი აცხადებს სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ დასაბუთებული განაჩენი გამოიტანა.

" ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს განაჩენი არის დასაბუთებული. კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებებს, მათ ჰქონდათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები, მათი განცხადებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ თავის მართლებისკენ, არ გამომდინარებს საქმის მასალებიდან, არც კი ისურვეს მოესმინათ რაზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, მათ ისედაც იციან, რომ ბრალდებულთან მიმართებაში აშკარა, დამაჯერებელი მტკიცებულებებია, რომელიც სრულად საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ის, რომ დამცველები აპირებენ აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას, ბუნებრივია, მათი განცხადებებიდან გამომდინარე. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი სააპელაციო საჩივრებიც არ იქნება დასაბუთებული, ვინაიდან აღნიშნული საქმე მათ არ აძლევთ ამის შესაძლებლობას",- განაცხადა საქმის პროკურორმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ სამ არასრულწლოვანს ხუთი წლითა და სამი თვით, ორ არასრულწლოვანს ექვსი წლითა და ცხრა თვით, კიდევ ერთს კი სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძოდ, 5 წლით და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ ლ.შ.-ს, ნ.ც-ს, გ.მ.-ს. 6 წლითა და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ა.ქ- სა და ზ.ხ-ს. 3 წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ნ.ქ.-ს.

მსჯავრდებულების ადვოკატების განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს