გიორგი ვაშაძე - არცერთი წინადადება არ მომისმენია „ქართული ოცნების“ მხრიდან და  რაზე უნდა ვისაუბროთ?!

მე არცერთი ადეკვატური წინადადება არ მომისმენია, რომ გადამაფიქრებინოს, ან ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს რამენაირად გადააფიქრებინოს პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი. პარლამენტში არანაირი აზრი არ აქვს რამე პროცედურებში მონაწილეობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თამარ ჟვანიას მიერ დაორგანიზებულ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, სისტემამ დრო მოჭამა და ის უნდა შეიცვალოს.

„ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები, რა თქმა უნდა, მოგვიწოდებენ შეთანხმებისკენ, მოგვიწოდებენ კომპრომისისკენ. ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ამერიკისა და ევროკავშირის პოზიცია, შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვიტყვი, რომ პარლამენტში ხელაღებით შესვლას შეთანხმების გარეშე არც კი განვიხილავ. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი გარდა იმისა, რაც ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, დავაყენეთ, იმიტომ, რომ არცერთი წინადადება არ მომისმენია „ქართული ოცნების“ მხრიდან და შესაბამისად, რაზე უნდა ვისაუბროთ?!“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების 15-კომპონენტიანი მექანიზმი აქვს შემუშავებული და ეს წესები უნდა შეიცვალოს.

ჩემთვის როგორც ხელახალი არჩევნებია მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს. მე თამარ ჟვანიას მიერ ამ ტიპის საარჩევნო კომისიებითა და ამ ტიპის საარჩევნო წესებით დაკომპლექტებულ და ორგანიზებულ არჩევნებში მონაწილეობს აზრს ვეღარ ვხედავ, დრო მოჭამა ამ სისტემამ, დაძველდა. საოცარი მექანიზმი აქვს „ქართულ ოცნებას“ ჩამოყალიბებული გაყალბების, 15-კომპონენტიანი მექანიზმი, ნეტა, ასე ქვეყნის ეკონომიკასა და განვითარებაზე ზრუნავდნენ, როგორც არჩევნების გაყალბება „დაამუღამეს“ და დაამუშავეს. ერთადერთი გზა არის, რომ ეს წესები უნდა შეიცვალოს. მე არ ვარ პესიმისტურად განწყობილი, როცა ამ დონეზეა ჩართულობა ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან, ამ პროცესში, ვფიქრობ, შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ და ეს შეთანხმება უნდა იყოს, რაც მთავარია, კარგი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა