გრიგოლ გეგელია - “ქართული ოცნება“ აგრძელებს  დამცინავ, აგდებულ დამოკიდებულებას   ქართული დემოკრატიისადმი - მან ნება უნდა იბოძოს და მაღალი პასუხისმგებლობა გამოაჩინოს

ქართული ოცნება“ კვლავ აგრძელებს თავის საკმაოდ დამცინავ, აგდებულ დამოკიდებულებას სრულიად ქართული დემოკრატიისადმი, ამიტომ ჩვენს დღევანდელ ვითარებაში ძალიან რთულია, რომ რაიმე კონკრეტული იმედი გქონდეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გროგოლ გეგელიამ განაცხადა.

თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია ნორმალიზებისკენ წავა და „ქართული ოცნება“ მოიქცევა პასუხისმგებლიანად თავისი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ, ვიდრე ეს აქამდე ჩანდა „ცინიკურ და აბსურდულ შეფასებებში“.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, პირველ რიგში, ის, რომ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, ჩვენთვის თვითმიზანი არ არის პარლამენტში არ შესვლა და ბოიკოტი, პირიქით ჩვენ ვესწრაფვით ნორმალიზებას. რა თქმა უნდა, ნორმალიზება არის კარგი, მაგრამ არა ამ პირობებში, როდესაც მიტაცებულია სამართლიანი არჩევნები, მიტაცებულია ჩვენი ხმები, სახელმწიფო. ამიტომ ჩვენთვის ამ ყველაფრის დაბრუნება არის უმთავრესი გარემოება. რას გულისხმობს ეს პრაქტიკულ დონეზე, პირველ რიგში, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პასუხისმგებლობის განცდა აკლია, სამწუხაროდ და ჩვენ მას მოვუწოდებთ და ვამბობთ, რომ ეს კრიზისი ვერ გადაიჭრება და არ გადაიჭრება ცალმხრივად, ამას სჭირდება ნამდვილი დემოკრატიული საუბარი. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ ნება უნდა იბოძოს და მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოაჩინოს. გარდა ვადამდელი არჩევნებისა, აუცილებელია, რომ ახალი ადმინისტრაცია ჰყავდეს ცესკო-ს და ახალი ადმინისტრაცია გაუძღვეს ახალ არჩევნებს და ახალი წესებით ჩატარდეს ეს ყველაფერი. იმისთვის, რომ ეს 30- წლიანი უბედური წრე, რომელზეც დავდივართ, დაირღვას და ერთხელ და სამუდამოდ არჩევნები იყოს პროგრესის ინსტრუმენტი. ამისთვის ვიბრძვით ჩვენ, რომ მომავალ წლებში არასდროს ჩნდებოდეს კითხვები არჩევნებთან დაკავშირებით,“- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მან, ამასთანავე აღნიშნა, რომ „ლელო“ ინარჩუნებს საერთო ოპოზიციურ მტკიცე ერთობას, რჩება თავისი გადაწყვეტილების ერთგული და არ შედის პარლამენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა