არჩილ თალაკვაძე - ნაცვლად იმისა რას არ ვეთანხმებით, სჯობს ვიფიქროთ იმაზე, რა პრობლემების და ამოცანების გადაჭრას ელოდება საზოგადოება პოლიტიკოსებისგან - დიალოგი და დისკუსია კი პარლამენტში უნდა განვაგრძოთ

თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, აქვს რესურსი და შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, პარტიებმა პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია პარლამენტში უნდა განაგრძონ.

„ჩატარებული არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს სტაბილური პოლიტიკური მმართველობა შევთავაზოთ. 2020 წლის არჩევნების შედეგად, საზოგადოებამ 9 პოლიტიკური პარტია, არაერთი ახალი პოლიტიკოსი და მეტი ქალი შეიყვანა პარლამენტში; პირველად უახლეს ისტორიაში, აღარავის აქვს ჭარბი უმრავლესობა, ოპოზიციას კი რეგლამენტით ქმედითი საპარლამენტო ბერკეტები გააჩნია. შესაბამისად, ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალი პარლამენტი უფრო შედეგზე ორიენტირებული, ჯანსაღ პოლიტიკურ დისკუსიაზე დაფუძნებული და მონაწილეობითი იყოს. ნაცვლად იმისა რას არ ვეთანხმებით, სჯობს ვიფიქროთ იმაზე - რა პრობლემების და ამოცანების გადაჭრას ელოდება საზოგადოება პოლიტიკოსებისგან.

თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, აქვს რესურსი და შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია კი პარლამენტში უნდა განვაგრძოთ.

პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ“,- განაცხადა თალაკვაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა