წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია

თავდამსხმელი, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, დაკავებულია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ აღნიშნა, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად საპოლიციო ღონისძიება წარმატებით დასრულდა და ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული.

"ღონისძება წარმატებით დასრულდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე, სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე, შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გააჟღერა კიდეც მედიასაშუალებით და შესაბამისად, დამატებით დეტალებზე მოგახსენებთ მოგვიანებით", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „ემ - ბი - სი“ რამდენიმე საათის წინ პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელს 11 მძევალი ჰყავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა