ნინო ლომჯარია - დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში, ერთპარტიულ პარლამენტში

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება- ასე იწყება ტერორიზმი!, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

ლომჯარია წერს, რომ მსგავსი „რომანტიზებით“ ტერორიზმი იწყება.

„ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი!

სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა - პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში (ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება“, - წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „ემ ბი სი“ პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ თავდამსხმელმა 11-ივე მძევალი გაათავისუფლა. თავდამსხმელი დაკავებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა