მამუკა ხაზარაძე - როგორ შეიძლება, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც გაგვიყალბეს არჩევნები, პარლამენტში შეხვიდე და იქედან ეცადო რამის გამოსწორება?

როგორ შეიძლება, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც გაგვიყალბეს არჩევნები, მოპარეს ქართველ ხალხს ხმის უფლება, შეხვიდე იმ პარლამენტში და იქედან ეცადო რამის გამოსწორება? , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, შეთანხმება უნდა მოხდეს ქართველი ხალხის, დემოკრატიისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.

ხაზარაძის განცხადებით, როცა პარტიები ამბობენ, რომ პარლამენტში არ შევლენ, ეს გამოიწვევს საკმაოდ სერიოზულ პრობლემას და აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება და იმ პოზიციის შეჯერება, რასაც ოპოზიცია აყენებს.

„როცა ოცნების“ მმართველ გუნდს ძალაუფლების გარდა არაფერი აინტერესებს, რეალურად მივიღებთ იმას, რომ ისინი მარტო იქნებიან. ამიტონ, ეს ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს ქართველი ხალხის, დემოკრატიისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. როცა ნახევარზე მეტი ამომრჩეველი და პარტიები ამბობენ, რომ ჩვენ არ შევალთ პარლამენტშიო, ეს გამოიწვევს საკმაოდ სერიოზულ პრობლემას, რადგან არ მონაწილეობენ მეორე ტურში. ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება და იმ პოზიციის შეჯერება, რასაც ოპოზიცია აყენებს. პირველი, ეს არის ახალი არჩევნები და ცესკო-ს ხელმძღვანელობის შეცვლა“,-განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას 4 წლით სავარძელში თბილად მოკალათება არ სურს.

„როგორ შეიძლება, რომ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც გაგვიყალბეს არჩევნები, რომლებმაც მოპარეს ქართველ ხალხს ხმის უფლება, გააგრძელეს ის ტრადიცია, რომელიც ქვეყანას განვითარების საშუალებას არ აძლევს, შეხვიდე იმ პარლამენტში და იქედან ეცადო რამის გამოსწორება?! ჩვენ გვაქვს ახლა ერთადერთი შანსი. გვინდა, რომ სახელმწიფოდ შევდგეთ და არა ის, რომ ვიღაცამ 4 წლით სავარძელში თბილად მოიკალათოს. ჩვენ ეს არ გვინდა. არამედ გვინდა, რომ სახელმწიფო შედგეს და ამისთვის უნდა შევჯერდეთ, რომ თავიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის განცხადებით, გამოსავალი არის მხოლოდ ერთი-ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ხაზარაძის თქმით, მას ამის თქმის საფუძველს ოპოზიური პარტიების ერთობა და ქართველი ხალხის სრული პროტესტი აძლევს.

„უნდა შევცვალოთ, სხვა გზა არ არსებობს. ეს არის ისტორიული შანსი. ქართველი ხალხი სხვადასხვა პარტიების ამ ერთიანობას ძალიან სერიოზულად დააფასებს, რადგან მას გადავტეხავთ და ქვეყანა აღმშენებლობას დაიწყებს“,-განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ქართველ ხალხს ასეთ უპერსპექტივობაში ცხოვრება არ სურს.

„რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ, რომ ქართველ ადამიანს ასე ცხოვრება არ უნდა. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ორპოლუსიანობის ტყვეში ვართ უკვე რამდენი ხანია. ძალიან კარგად ვიცით, რატომ მისცეს „ქართულ ოცნებას“ ხმა, იმიტომ, რომ მეორე მხარე არ მისულიყო. ჩვენ სულ იმას ვამბობდით, რომ საჭიროა კოალიციური მთავრობა, სადაც არცერთ მხარეს არ ექნება ძალაუფლების ერთპიროვნული მართვის პრეტენზია და საშუალება. სწორედ ამაზე თამაშობს ერთი და მეორე მხარე. ამიტომ, თუ ახალ არჩევნებს არ დავნიშნავთ ქვეყანაში, ისევ იგივე სიტუაციაში ვიქნებით. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი. რა მაძლევს ამის იმედს, პასუხი არის მარტივი-ოპოზიური პარტიების ერთობა და ქართველი ხალხის სრული პროტესტი. მიუხედავად იმის, მათ „ოცნებას“ მისცეს ხმა თუ ოპოზიციას, მათ ამ სიღატაკეში, ამ უპერსპექტივობაში, ამ დაჩაჩანაკებულ ჭაობში ყოფნა არ სურთ. თუ არ უნდათ ასეთი ცხოვრება, ეს ნიშნავს, რომ უნდა დავნიშნოთ ახალი, სამართლიანი არჩევნები. სახელმწიფოს მშენებლობის სხვა საწყისი წერტილი არ არსებობს. თუ შეთანხმდებით, რომ არის სამრთლიანი ცესკო, სამართლიანი კანონმდებლობა, ახალი არჩევნები, მერე ვისაც უნდა იმდენი ხმა აიღოს. რამდენი მოთხოვნა იყო არჩევნების წინ დებატებთან დაკავშირებით და როცა დამთავრდა გაყალბებული არჩევნები, გვითვლიან ვიდებატოთო - რა უნდა იდებატო ახლა? დამთავრებული არჩევნები?!“,-განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა