ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა ამის მიუხედავად, მათი კანდიდატები ბიულეტენებში მაინც რჩებიან

ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, მათი კანდიდატები არჩევნებიდან არ მოხსნილან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველს მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ. საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას თუ საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, თუმცა აღნიშნული წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი უპირისპირდება.

კერძოდ: №1 - მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს №2 - შალვა შავგულიძე და №41 - ბექა ოდიშარია ხვდებიან.

№2 - ვაკე - №2 - ელენე ხოშტარია, №41 - ნოდარ ტურძელაძე.

№3 - საბურთალო - №24 - ალექსანდრე ელისაშვილი, №41 - დავით სერგეენკო

№4 - ისანი - №5 - ხატია დეკანოიძე, №41 - კახა კახიშვილი

№5 - სამგორი- №5 - ლევან ხაბეიშვილი, №41 - სოზარ სუბარი

№6 - დიდუბე, ჩუღურეთი -№36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, №41 - გიორგი ვოლსკი

№7 - ნაძალადევი -№10 - შალვა ნათელაშვილი, №41 - მიხეილ ყაველაშვილი

№8 - გლდანი - №5 - ნიკანორ მელია, №41 - ლევან კობიაშვილი

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - №5 - გიორგი ბოტკოველი, №41 - ირაკლი ქადაგიშვილი

№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - №5 - ცეზარი ჩოჩელი, №41 - შალვა კერესელიძე

№12 - რუსთავი, გარდაბანი -№5 - დავით კირკიტაძე, №41 - ნინო ლაცაბიძე

№16 - ხაშური, ქარელი -№5 - ნატო ჩხეიძე, №41 - ზაალ დუგლაძე

№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 - კახა გეწაძე, №41 - ბეჟან წაქაძე

№23 - ქუთაისი -№5 - გრიგოლ ვაშაძე, №41 - ზაზა ლომინაძე

№27 - ზუგდიდი - №5 - მალხაზ ჯალაღონია, №41 - ირაკლი ჩიქოვანი

№28 - ბათუმი -№5 - ლევან ვარშალომიძე, №41 - რესან კონცელიძე

№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - №5 - მიშა ბოლქვაძე,№41 - ანზორ ბოლქვაძე

გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

მეორე ტურზე ამომრჩევლებს ემსახურება 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი.

როგორც ცნობილია, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და პარლამენტის შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, რის გამოც არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზეც უარს ამბობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს