სოზარ სუბარი - ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა ჩაივლის და პარლამენტი მალე შეიკრიბება - „ქართულ ოცნებას“ მყარი უმრავლესობა აქვს

სამგორის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა.

სუბარის განმარტებით, მან ხმა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მისცა.

„21 ოქტომბერს, ძალიან მკაფიო არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა, სტაბილურობის და მომავალი განვითარების სასარგებლოდ და დღესაც ძალიან მნიშნელოვანია, ყველგან, სადაც მეორე ტურია, იგივე არჩევანი განმეორდეს. ბუნებრივია, მეც ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, იგივე იქნება 17-ვე ოლქში.

ძალიან მალე ჩაივლის ეს ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა და საქართველოს პარლამენტი ძალიან მალე შეიკრიბება, „ქართულ ოცნებას“ მყარი უმრავლესობა აქვს და გაგრძელდება ქვეყნის აღმშენებლობა. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავია, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, როგორიც არის მსოფლიო პანდემია, როგორიც არის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და დემოკრატიის მშენებლობა“, - განაცხადა სუბარმა.

იხილეთ ვიდეო: სოზარ სუბარი - ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა ჩაივლის და პარლამენტი მალე შეიკრიბება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო