მაიკ პომპეო - სასიამოვნო იყო თბილისსა და იურუსალიმში სტუმრობა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერის დადასტურება

სასიამოვნო იყო თბილისსა და იურუსალიმში სტუმრობა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო „ტვიტერში“ წერს.

„სასიამოვნო იყო ამ კვირაში თბილისსა და იურუსალიმში პროდუქტიული შეხვედრებისთვის სტუმრობა და ჩვენი მოკავშირეების, საქართველოსა და ისრაელის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურება“, – აცხადებს მაიკ პომპეო.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია. 18 ნოემბერს მან შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს