გიორგი გახარია ოპოზიციას - რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენ შორის, უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობა - ეს არის ამომრჩევლის დაკვეთა და ასე შენდება ევროპული სახელმწიფო

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო უბანზე გააკეთა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველა პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესებმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. ამასთან, გახარია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად მუშაობა უნდა ისწავლოს.

„მეორე ტურში რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ საარჩევნო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ყველა პოლიტიკოსს, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პირველ ტურში, პანდემიის დროს, ასევე მეორე ტურში, პანდემიის დროს, გარდა იმისა, რომ გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა, ყველა ამ პოლიტიკოსმა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში, ეს არის ყველაზე მთავარი. რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენ შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება და უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობა. ეს არის, როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა, დავალება, გარდა ამისა, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა