დავით სერგეენკო - თუ პარლამენტში არ შევა ოპოზიცია, ეს ნამდვილად არ იქნება ნორმალური ვითარება

თუკი ისე მოხდა, რომ პარლამენტში არ იქნება ოპოზიცია, ეს ნამდვილად არ იქნება კარგი და არ იქნება ნორმალური ვითარება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ოპოზიციამ დაკარგა იმის შანსი, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მოეგო.

„თუმცა, რჩება შესაძლებლობა პროპორციულით სიებით და თუკი ამ დღეების განმავლობაში მოხერხდება ამ მოლაპარაკებებში თანხმობის მიღწევა, ოპოზიციას კიდევ აქვს შანსი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა,“ - განაცხადა სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, დღეს არჩევანი გააკეთა ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს.

„მე დღეს არჩევანი გავაკეთე იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც შეძლებს გამოწვევებს გამოუკვლავდეს, იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც შეძლებს, რომ სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში იმუშაოს ქვეყნის განვითარებისთვის,“ - განაცხადა სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა