ირაკლი კობახიძე - ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი ის გამარჯვება, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი ვაკის საოლქო საარჩევნო უბანზე გააკეთა.

როგორც კობახიძემ განმარტა, მან სათანადო არჩევანი გააკეთა, რომელიც ქვეყნის შემდეგ განვითარებას ჭირდება.

ამასთან, კობახიძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა გამარჯვება ბოლომდე მიიყვანონ.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, როცა ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი ის გამარჯვება, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამომრჩეველს მაღალი აქტივობისკენ, ისეთივე აქტივობისკენ, რომელიც გამოვლინდა არჩევნების პირველ ტურში. აქტივობა ლოგიკურია, რომ უფრო დაბალია, ვიდრე იყო პირველი ტურის დროს, აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნა და მოწოდებაა ამომრჩევლების მიმართ, რომ მაქსიმალურად იქატიურონ დღევანდელ დღესაც იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი დაფიქსირდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად.

არჩევანი გავაკეთე სათანადო, ისეთი, როგორიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის შემდეგ განვითარებას. ძალიან ბევრი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც პანდემიასთანაც არის დაკავშირებული და ბევრ სხვა ფაქტორთანაც. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ წინ წაიწიოს ჩვენმა ქვეყანამ ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა