რუსეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრები სომხეთში ჩადიან

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ერევანში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შოიგუ რუსეთის ფედერაციის იმ უწყებათაშორისი დელეგაციის შემადგენლობაშია, რომლის ვიზიტიც სომხეთში დღეისთვისაა დაგეგმილი.

„სერგეი შოიგუ ერევანში ჩამოვიდა, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვიცე-პრემიერებს, ალექსანდრე ნოვაკსა და ალექსეი ოვერჩუკსაც, ველოდებით,“- აცხადებენ სომხეთის მთავრობაში.

დელეგაციის წევრები დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა