რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს ულოცავს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ესაა დღე, როდესაც რწმენის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს.

„კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს - დღეს როცა, რწმენის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განაკუთვნა, შემდგომ კი მაცხოვარი მოუვლინა სამყაროს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს დღესასწაულს“,- აღნიშნულია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა