ირაკლი კობახიძე - ოპოზიციონერი კანდიდატების აქტივისტები კორპუს-კორპუს დადიან და ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მისვლისაკენ მოუწოდებენ

ოპოზიციონერი კანდიდატების აქტივისტები კორპუს-კორპუს დადიან და მოუწოდებენ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მისვლისაკენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურზე არსებული დაბალი აქტივობის ფონზე ოპოზიციონერებს აქვთ იმედი, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ.

„ასეთი ტიპის ფარული მაგრამ აქტიური ჩართულობაა, მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მაღალი პროცენტი აიღონ. აქტივობა არის დაბალი, რაც ზოგადად ახასიათებს ყველა მეორე ტურს და ასეთ დროს, დაბალი აქტივობის ფონზე მათ აქვთ იმედი, რომ მიაღწევენ გარკვეულ წარმატებას, თუმცა ეს წარმატება მაინცდამაინც პერსპექტიული არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო