ქაბულში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 11 კი - დაშავდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 3 და დაშავდა 11 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მათ განსხვავებული მონაცემები მიაწოდა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა, რომელმაც განაცხადა, რომ დაღუპულია სულ მცირე 5 და დაშავებულია 21 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქში „ტერორისტებმა“ რაკეტები სატვირთო ავტომობილის საშუალებით შეიტანეს.

დაჯგუფება „თალიბანი“ მომხდართან კავშირს უარყოფს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა