შატილში საარჩევნო უბანი ამ დრომდე ვერ იხსნება

შატილში საარჩევნო უბანი უამინდობის გამო ამ დრომდე ვერ იხსნება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ცესკოს ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე 161 ამომრჩეველია.

შეგახსენებთ, რომ შატილში უამინდობის გამო ვერტმფრენმა კომისიის წევრები ადგილზე ვერ გადაიყვანა. დაგვიანებით გაიხსნა უბნები ხადას ხეობასა და გუდაურში.

ცნობისთვის, მე-11 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს, მეორე ტურში „ქართული ოცნებიდან“ შალვა კერესელიძე, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციიდან“ ცეზარ ჩოჩელი გადავიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა