ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის ხმის მიცემის პროცედურას თუ დავაკვირდებით, მივხვდებით როგორ საქართველოში არ გვინდა ცხოვრება, თურქმენიზაცია, ორასკაციანი დაცვა, დეზინფექცია

ეს კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტურია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ განმარტა, ოპოზიცია გადაწყვეტილებაში მტკიცე, ერთიანი და თანმიმდევრულია. მისივე თქმით, ძალაში რჩება მოთხოვნები - ახალი არჩევნები, კომისიების ახალი ადმინისტრირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. „ახლა სურთ რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მიანიჭონ ფარისევლობას, არ ვიცი, რა დავარქვა მეორე ტურებს. ეს კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტურია, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას, ოფიციალურად მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე ჩვენს ამომრჩეველს, არ მივიდნენ და ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს, რადგან არც ჩვენ, ოპოზიციის კანდიდატები, არც ჩვენი ამომრჩეველი მონაწილეობას არ მიიღებს დემოკრატიის იმ იმიტაციაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სურს შექმნას. სხვათა შორის, პირველად ხდება დამოუკიდებლობის ისტორიაში, როცა ერთი პარტია მონაწილეობს არჩევნებში, მათი გადმოსახედიდან „არჩევნებში“. ოპოზიცია და ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის დემოკრატიის ფასადი, იმ ფასადური დემოკრატიის ნაწილი, რომელიც მას სჭირდება. ბიძინა ივანიშვილის ხმის მიცემის პროცედურას თუ დავაკვირდებით, ყველას გაგვიჩნდება შეგრძნება, თუ როგორ საქართველოში არ გვინდა ცხოვრება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ თურქმენიზაცია, ორასკაციანი დაცვა, დეზინფექცია და სხვა. მას როგორც არ უნდა უნდოდეს, ლიგიტიმური პარლამენტი არ ექნება, თუ არ დანიშნავს ახალ არჩევნებს.

ოპოზიცია მტკიცეა, ერთიანია, თანმიმდევრულია - ახალი არჩევნები და ახალი ადმინისტრირება კომისიების და მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლება - სხვაგვარად, საქართველოს ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტი ეყოლება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

იხილეთ ვიდეო: ხატია დეკანოიძე ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზე ამახვილებს ყურადღებას და მიმდინარე საარჩევნო პროცესს "დემოკრატიის იმიტაციას" უწოდებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა