მამუკა მდინარაძე - მიდგომა, რომ „ქართული ოცნება“ მაინც იგებს, შეიძლება სწორი არ იყოს, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება

მიდგომა, რომ „ქართული ოცნება“ მაინც იგებს, შეიძლება სწორი არ იყოს, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, - ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საღამოს გაირკვევა მართალია თუ არა ის, რომ ოპოზიცია ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს.

„ოპოზიციამ, სამწუხაროდ, ბევრ განცხადებას უწოდა აბსურდული, თუმცა შემდეგ მათი განცხადებების შემოწმება ხშირ შემთხვევაში ერთ დღეში გახდა შესაძლებელი. საღამოს უკვე თამამად ვისაუბრებთ. საღამოს გაირკვევა, მართალია თუ არა ჩემი ეს განცხადება, რომ ისინი ხმების, ამომრჩევლების, მათი მხარდამჭერების მობილიზებას მაინც ახდენენ. დიდი დრო არ დასჭირდება ამის გარკვევას.

იგივე ხდებოდა 2016 წელს, სადაც გახსოვთ, რომ გარკვეული შედეგი ოპოზიციის კანდიდატებმა მიიღეს და ეს არჩევნების მეორე ტურის საღამოსვე გახდა ცნობილი, ასევე გახდება დღესაც. თუმცა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ - ის მიდგომა, რომ „ქართულ ოცნება“ მაინც იგებს, შეიძლება არ იყოს სწორი, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, არ უნდა დავიზაროთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და მხარი დავუჭიროთ ჩვენს კანდიდატს, ასევე შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ საარჩევნო ბიულეტენში ორივე კანდიდატის გვარია შეტანილი, მათიც, ვინც აცხადებს, რომ თითქოს არ იღებენ მონაწილეობას, თუმცა ისინი, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ხმების მობილიზებას ახდენენ“,- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით 17 საარჩევნო ოლქში იმართება.

იხილეთ ვიდეო: მიდგომა, რომ „ქართული ოცნება“ მაინც იგებს, შეიძლება სწორი არ იყოს, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება - მამუკა მდინარაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა