პორტუგალიაში კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდა

პორტუგალიაში კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდა. მანამდე 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა 9 ნოემბრიდან მოქმედებდა. ამჯერად ის უკვე მინიმუმ 8 დეკემბრამდე დარჩება ძალაში.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანაში მოქმედებს სხვადასხვა შეზღუდვები და ე.წ. კომენდანტის საათი. პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი, რაც პრეზიდენტის მიერ ხელმოწერითაც დამტკიცდა.

პორტუგალიაში ამ დრომდე კორონავირუსის 250 000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 3 762 ადამიანი გარდაიცვალა. 19 ნოემბერს ქვეყანაში 24 საათში 7 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი იყო ქვეყნისთვის.

იხილეთ ვიდეო: პორტუგალიაში კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო