გიორგი კახიანი - ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რაზე არ შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები, ამის იქით სხვადასხვა კომპრომისული შუალედური შეთანხმების მიღწევა შეიძლება

ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რაზე არ შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები, ამის იქით სხვადასხვა კომპრომისული შუალედური შეთანხმების მიღწევა შეიძლება, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე - სპიკერი გიორგი კახიანი ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილების თაობაზე.

როგორც კახიანი ამბობს, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რომ არ დაზიანდეს პროცესი, რომელიც „ძალიან კარგად მიმდინარეობს" და იმედს აჩენს, რომ მესამე რაუნდის ფარგლებში შეთანხმება იქნება მიღწეული.

„რადიკალური მიდგომით ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მოსახლეობის ნების რევიზია არ განიხილება, ეს არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი. უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობის ნება იქნება რეალიზებული, ამის იქით ცხადია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კომპრომისული ნაბიჯების შედეგად მესამე რაუნდში, რომელიც ძალიან მალე შედგება, გარკვეულ შეთანხმებას შევძლებთ,"- განაცხადა კახიანმა.

შეგახსენებთ, მანამდე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია საკუთარ ულტიმატუმზე ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით უარს იტყვის, სხვა საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა