ალეკო ელისაშვილი - მინდა მივულოცო სერგეენკოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა უმაღლესი საბჭოს დელეგატობა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობაა.

როგორც ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ესაა დასტური, რომ საბურთალოელი ამომრჩევლები გაყალბების მეორე ტურში არ მონაწილეობენ.

„მინდა მივულოცო სერგეენკოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა უმაღლესი საბჭოს დელეგატობა. საბურთალოს ანუ ორჯონიკიძის რაიონის მშრომელთა იმედებს გაამართლებს და პირნათლად ემსახურება ლენინურ პარტიას - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. სინამდვილეში კი მე მინდა მივმართო საბურთალოელ ამომრჩეველს და მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს. ჩვენ ვხედავთ როგორ აქცია საბურთალომ ზურგი ამ სამარცხვინო არჩევნებს. ყველაზე დაბალი აქტივობა, 12:00 საათის მონაცემებით, არის საბურთალოზე და ვფიქრობ, ეს შენარჩუნდება კიდეც და ესეცაა დასტური, რომ საბურთალოელი ამომრჩევლები არ მონაწილეობენ ამ გაყალბების მეორე ტურში.

მე მინდა ყველას მოვუწოდო ბოიკოტისკენ. თავად არ ვიღებ ამ არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან, თამარ ჟვანიას და მისი გამყალბებლების ხელში ეს არაა არჩევნები, ეს არის 31 ოქტომბრის გამეორება. ბოიკოტი სწორედ იმისთვის გვაქვს გამოცხადებული, რომ სინამდვილეში დავიცვათ საბურთალოელების ხმები და არ ვაწვალოთ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისვლით იმიტომ, რომ აზრი არ აქვს”,- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში 17 მაჟრიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. საბურთალოს ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით სერგეენკოა, ხოლო ოპოზიციის მხარდაჭერილი კანდიდატი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილია. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობს.

იხილეთ ვიდეო: ალეკო ელისაშვილი - საბურთალოელი ამომრჩევლები გაყალბების მეორე ტურში არ მონაწილეობენ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა