ვლადიმერ პუტინმა გარკვეული ქვეყნების წინააღმდეგ საპასუხო ეკონომიკური სანქციები მომავალი წლის ბოლომდე გაახანგრძლივა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გარკვეული ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული საპასუხო ეკონომიკური სანქციების 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

2014 წლის მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ, შვეიცარიამ, ახალმა ზელანდიამ და ისლანდიამ რუსი კერძო და იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყეს. ამის საპასუხოდ, 2014 წლის 6 აგვისტოს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-დან, ევროკავშირიდან, ნორვეგიიდან, ავსტრალიისა და კანადიდან გარკვეული სახის საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა