აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 735 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 735 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 89 898-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 1 107-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა კორონავირუსის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 28 დეკემბრის 06:00 საათამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ დრომდე დაკეტილი იქნება ბაქოს მეტრო, შაბათ-კვირის განმავლობაში არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აიკრძალება პირისპირ მომსახურება ყველგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა. ამასთან, დღეიდან აზერბაიჯანში პირბადეების ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში სავალდებულო გახდა.

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო