სერგეი ლავროვი - მცდელობა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ სამმხრივი განცხადება ეჭვქვეშ დააყენონ, მიუღებელია

ყველა შეთანხმდა, რომ სამმხრივი განცხადება მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შესახებ იყო ერთადერთი საშუალება იმ სიტუაციის მოგვარებისათვის, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ძალიან მწვავე იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია მცდელობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი განცხადების ეჭვქვეშ დაყენების შესახებ.

„ყველა შეთანხმდა, რომ ეს განცხადება იყო ერთადერთი საშუალება იმ სიტუაციის მოგვარებისათვის, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ძალიან მწვავე იყო. შეხვედრებზე ხაზგასმით ითქვა, რომ ამ განცხადების ეჭვქვეშ დაყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მიუღებელია. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ განცხადების ძალაში დარჩენის მიზნით“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს