მამუკა მდინარაძე - საარჩევნო კონტექსტში მარადიული კითხვა გახდა - რა უნდათ საარჩევნო უბანზე კოორდინატორს? - ამაში არანაირი დარღვევა არ არის

ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი გვყავს იდენტიფიცირებული და არანაირი დარღვევა იმაში არ არის, რომ ჩვენ პარტიის ცენტრალურ ოფისში კორდინატორებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია, რამდენი ამომრჩეველი მივიდა და რამდენია ჩვენი მხარდამჭერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ისინი ყველა წესს იცავენ, რომელიც კანონით არის დადგენილი.

„საარჩევნო კონტექსტში მარადიული კითხვა გახდა - რა უნდათ საარჩევნო უბანზე კოორდინატორს? ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი გვყავს იდენტიფიცირებული და არანაირი დარღვევა იმაში არ არის, რომ ჩვენ პარტიის ცენტრალურ ოფისში მოგვაწოდონ ინფორმაცია კორდინატორებმა რამდენი ამომრჩეველი მივიდა და მათი ინფორმაციით რამდენია ჩვენი მხარდამჭერი. ჩვენ როცა თქვენ გეუბნებით, რომ ჩვენი მხარდაჭერა მაღალია, ვიმარჯვებთ და ა.შ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გეუბნებით. ამიტომ ამაში არც კანონისმიერი, თუნდაც მორალური და არანაირი დარღვევა არ არის. მთავარია, რაიმე ფორმის ზემოქმედება არ განახორციელოს კოორდინატორმა თუ უბნის შორიახლოს მდგომმა პირმა ამომრჩეველზე. დარღვევა არ ფიქსირდება იმაში, რომ მხარდამჭერთა რაოდენობას აღრიცხავენ,"- განაცხადა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს