გიგა ბოკერიას შეფასებით, „პოლიტიკურ კლინიკაშია მათი ადგილი“, ვინც ამბობს, რომ ოპოზიცია ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ოპოზიცია ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს. ბოკერიას შეფასებით, იმის ადგილი, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, „პოლიტიკურ კლინიკაშია“.

„სხვა რა უნდა გითხრათ არ ვიცი, მნიშვნელობა არ აქვს ამას სერიოზულად იძახიან თუ სხვა ჩანაფიქრი აქვთ, ყველა შემთხვევაში პოლიტიკური კლინიკის დასკვნაა ეს. პოლიტიკურ კლინიკაშია მათი ადგილი, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ 2016 წელს ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.

„კიდევ ერთი უტიფარი სიცრუე, პუტინის პროპაგანდისტულ სტილში რაც თქვა კობახიძემ იყო ის, რომ ეს პირველად არ ხდება, წინა საპარლამენტო არჩევნებშიც, 2016 წელს არ მიიღო მონაწილეობა ოპოზიციამ მეორე ტურში. ეს სიცრუეა, 2016 წელს მიიღო ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ცუდი და ბინძური არჩევნები, არასამართლიანი და არათანასწორი თამაშის წესები. ახლა არსებითი განსხვავება არის იმაში, რომ ამჯერად ივანიშვილმა გვითხრა ყველას, რომ როცა წააგებს და უმრავლესობის მანდატი არ ექნება, მერე მანიპულაციებით არჩევნების დღეს და ღამეს, დარჩება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ფარულად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე. ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, ოპოზიციამ 2016 წელსაც უარი თქვა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

„2016 წელს იყო ზუსტად იგივე ვითარება. 2016 წელსაც უარი თქვეს ოპოზიცის წარმომადგენლებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე, რაც არ არის სწორი ნაბიჯი პირდაპირ შეიძლება ითქვას. მათ არ სურთ მეორე დამარცხების მიღება და აქედან გამომდინარე, ისინი თავს იკავებენ მეორე ტურში მონაწილეობისგან უკვე მეორე არჩევნებია ზედიზედ”, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს