17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 20.74% შეადგინა

17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 20.74 % შეადგინა.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარაშია, 30-ე ოლქში (ხელვაჩაური, ხულო, ქედა, შუახევი), სადაც 30 162 ამომრჩეველი მივიდა. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა თბილისში, ნაძალადევის მე-7 ოლქში, სადაც ამომრჩევლის 16% გამოცხადდა.

„რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთშია -26,2%, ყველაზე დაბალი - დედაქალაქში - 17.5% შიდა ქართლში ფიქსირდება - 25.9%, მცხეთა-მთიანეთი - 24.7%, აჭარა - 24.1%, სამეგრელო - ზემო სვანეთი -22.7%, ქვემო ქართლი - 22.2%, იმერეთი 21.6%. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს - მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17.8% შეადგინა, ვაკეში - 17.5%, საბურთალო - 17%, ისანი - 16.9%, სამგორი - 18.3%, დიდუბე, ჩუღურეთი - 20.2%. ნაძალადევი - 16%, გლდანი - 16.6%, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი - 26.2%, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი - 24.7%, რუსთავი, გარდაბანი - 22.2%, ხაშური, ქარელი - 25.9%, ზესტაფონი-ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი - 27.4%, ქუთაისი - 16.7%, ზუგდიდი - 22.7%, ბათუმი- 19.5%, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - 31.2%“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

17:00 საათის მონაცემებით, უბნებზე სულ 443 963 ამომრჩეველი მივიდა.

ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებლის განცახდებით, 2016 წელს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურში, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 30.99% იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო