ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის დროს გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 საჩივარია შესული

17:00 საათის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში, საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 საჩივარია შესული.

როგორც ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, აქედან 3 ზუგდიდის ოლქში დაფიქსირდა და ის პროცედურულ დარღვევებს ეხება.

„ეს გახლავთ რეგისტრაციის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულება, გადასატანი ყუთის თაობაზეა საჩივარი და ასევე წილისყრის პროცედურის დარღვევაზე. რაც შეეხება ბათუმში შესულია 1 საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევაზე, ხოლო ისანში ასევე გახლავთ ერთი საჩივარი, რომლის არსი დამკვირვებლის უფლებებს ეხება. საოლქო საარჩევნო კომისიები შეისწავლის საჩივრებს და საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იქნება რეაგირება“, - განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა