„ერთად არჩევნებისთვის“ - კენჭისყრის პროცედურები მიმდინარეობს გამჭვირვალედ, მშვიდ გარემოში, საარჩევნო კანონმდებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით

არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის“ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვებას 17 საოლქო საარჩევნო კომისიის მასშტაბით აწარმოებს.

არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანების ცნობით, გრძელვადიანი დამკვირვებლების ინფორმაციით, კენჭისყრის პროცედურები მიმდინარეობს გამჭვირვალედ, მშვიდ გარემოში, საარჩევნო კანონმდებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით.

ამასთან, "ერთად არჩევნებისთვის" სადამკვირვებლო მისია ამომრჩევლებს მოუწოდებს აქტიურობისაკენ და შეახსენებს, რომ ხმის მიცემის პროცესი გრძელდება 20:00 საათამდე, ხოლო აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებისათვის ამომრჩევლებმა საარჩევნო უბნებზე უნდა წარადგინონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ანდა საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა