ეს აჩვენებს ნაკლებად განვითარებულ პოლიტიკურ კულტურას ოპოზიციის მხარეს, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის ბოიკოტი.
მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მიდგომას ოპოზიცია მომდევნო არჩევნებში შეცვლის.
„2016 წელს მათ თქვეს უარი მეორე ტურში მონაწილეობაზე, იგივე გააკეთეს ამ შემთხვევაშიც, აქაც თქვეს უარი მეორე ტურში მონაწილეობაზე. სამწუხაროდ, ეს არის უკვე მრავალგზის ნანახი კინო, როგორც ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ. ეს აჩვენებს ნაკლებად განვითარებულ პოლიტიკურ კულტურას ოპოზიციის მხარეს და იმედი გვაქვს, ოპოზიცია საკუთარ მიდგომებს შეცვლის მომდევნო არჩევნებზე მაინც,"- განაცხადა კობახიძემ.