ირაკლი კობახიძე ოპოზიციის პროვოკაციას უწოდებს ბიულეტენზე წარწერას: „ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მოსვლა“

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ძალიან ცუდ სახეს, რომლითაც წარსდგა ოპოზიცია ამ არჩევნებში, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე რამდენიმე საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებულ წარწერას: „ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მოსვლა“.

კობახიძის განმარტებით, ოპოზიციას ასეთი პროვოკაციები წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

„რასაც აკეთებენ ოპონენტები, უკვე ღიმილის მომგვრელიც აღარ არის. ჩვენს მიერ წინასწარ იყო დაანონსებული ასეთი ქმედებები და აქაც იგივე მოხდა, ერთ-ერთმა პირდაპირ ეთერშიც აღიარა რომ ასეთი პროვოკაციები ჰქონდათ დაგეგმილი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ძალიან ცუდ სახეს, რომლითაც წარსდგა ოპოზიცია ამ არჩევნებში. იმედი გვაქვს, რომ თანდათანობით საქართველოში განვითარდება პოლიტიკური კულტურა და ასეთ ქმედებებს აღარ ექნება ადგილი შემდეგ არჩევნებში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის გამართვას გეგმავენ.

„ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში უკვე მოგვასმენინეს რუსეთის საბჭოთა ჰიმნი. იგივეს აპირებენ ახლაც, შეიძლება თბილისოც წარმოადგინონ ქართულ- რუსულ ენებზე, ეს არის მათი არჩევანი. ქართველი ხალხის არჩევანი არის დასავლეთი, ევროპა, ნატო და სწორედ ამას დაუჭირეს მხარი საპარლამენტო არჩევნებშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას, რომ საღამოს, 20:00 საათზე ან ამის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჰიმნით მიულოცონ გამარჯვება „ქართულ ოცნებას“. მისივე თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერები მათი ლიდერების მითითებით, აპირებდნენ, დაეფიქსირებინათ მინაწერები, თითქოს არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა