რეჟებ თაიფ ერდოღანი - ვიმედოვნებ, ჩვენ წარმოვადგენთ ვაქცინას, რომელსაც თურქეთი მთელი კაცობრიობისთვის აწარმოებს

თურქეთი აპირებს, მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახადოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჟებ ტაიფ ერდოღანმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმდინარეობს.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ვაქცინას, რომელსაც თურქეთი აწარმოებს მთელი კაცობრიობისთვის. „დიდი ოცეულის“ პლატფორმამ უნდა მოამზადოს და მართოს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკურად ეფექტურ და სამართლიან წვდომას თითოეული ვაქცინისადმი“, - განაცხადა ერდოღანმა.

მანვე გამოთქვა აზრი, რომ მსოფლიომ და განსაკუთრებით განვითარებულმა ქვეყნებმა პანდემიის პერიოდში სოლიდარობის გამოცდა ცუდად ჩააბარეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა