სომხეთის პრეზიდენტი - რომ არა რუსეთის ხელმძღვანელობა, ყარაბაღში ახალგაზრდების სიკვდილი ჯერ კიდევ გაგრძელდებოდა

სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ძალისხმევის გარეშე, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ახალგაზრდების სიკვდილი კვლავაც გაგრძელდებოდა. ამის შესახებ სარქისიანმა ერევანში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა.

„არ აქვს მნშვნელობა, სად ცხოვრობენ სომხები. მათ იციან, რომ თქვენი და ვლადიმერ პუტინის ძალისხმევა რომ არა, ჩვენ დღესაც დავკარგავდით ახალგაზრდებს. ომის პირველი დღეებიდან ვიცოდით, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის და პირადად პრეზიდენტის ყველა ძალისხმევა მიმართული იყო მისი შეწყვეტისკენ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნამდვილი მეგობრობა ვლინდება რთულ დროს“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, საბრძოლო ქმედებების შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება უახლოესი წლების განმავლობაში სასიცოცხლოდ აუცილებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა