აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, თუ აქციაზე მოძრაობა "ალტერნატივას" მხრიდან გადაცდომას ექნება ადგილი, პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კოტე ანანიაშვილის განცხადებით, თუ აქციაზე მოძრაობა "ალტერნატივას" მხრიდან გადაცდომას ექნება ადგილი, პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს.

"ადგილზე წარმოდგენილია შსს-ს საპოლიციო ძალები, ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. არავის დაკავება მომხდარა. თუ იქნება გადაცდომა, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები", განუცხადა კოტე ანანიაშვილმა ჟურნალისტებს.

„მონებო, მონებო“- ამ შეძახილით არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა" ბათუმში, საოლქო კომისიის შენობასთან აქციას მართავს. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბა, რის გამოც პროტესტს გამოთქვამენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს