იოსებ ხახალეიშვილი - ყველა ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ძველი და საამაყო ქალაქის ახალი წარმატებებისთვის

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მადლობას უხდის ყველა ქუთაისელს, ვინც მას მხარი დაუჭირა.

"დიდი მადლობა თითოეულ ქუთაისელს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მივიდა საარჩევნო ყუთთან და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა! ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით და ერთი მოტივი გვაქვს - ესაა ქუთაისის გაძლიერება, განვითარება, წინსვლა და წარმატება, თუმცა თითოეულს გვაქვს ჩვენი ხედვა და ჩვენ-ჩვენი გემოვნება ამ საკითხში.

მზად ვარ მოვუსმინო თითოეული ქუთაისელის იმ იდეასა და მოსაზრებას, რომელიც ქალაქს წაადგება და მოსახლეობის საკეთილდღეოდ იმუშავებს. არ იფიქროთ, რომ რაკი არჩევნებში თქვენი რჩეული კანდიდატი არ ვიყავი, ამიტომ ჩემთან ქუთაისის საკეთილდღეოდ საჭირო კომუნიკაციას ბარიერები შეექმნება.

ყველა ერთად, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, უნდა ჩავერთოთ ჩვენი ქალაქის აღმშენებლობაში. ჩვენ ერთად, თითოეული თქვენგანის თანამონაწილეობით, უნდა ვაშენოთ 21-ე საუკუნის ევროპული ქალაქი ეროვნულ ტრადიციებთან ინტეგრირებულად.

გამარჯვებას ვულოცავ ჩემს მეგობარს, კარგ ქუთაისელს, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა ლომინაძეს, დარწმუნებული ვარ, ის იქნება ჩვენი ქალაქის ღირსეული წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში და წარმატებებს ვუსურვებ ქვეყნის და ქალაქის კეთილდღეობისთვის საქმიანობაში.

დიდი მადლობა პარტიას "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და მის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის საქართველოს სტაბილურობის გარანტი. ჩემთვის დიდი პატივია ნდობა, რომელიც გამომიცხადეს. მადლობა ჩემი გუნდის წევრებს, რომლებიც დაუღალავად მედგნენ გვერდით და ყოველთვის სჯეროდათ ჩემი, მადლობა ჩემს ოჯახს თანადგომისთვის. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ ქუთაისელს!

ჩვენ გავიმარჯვეთ და ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ძველი და საამაყო ქალაქის ახალი წარმატებებისთვის!“, - მიმართა თანაქალაქელებს იოსებ ხახალეიშვილმა.

ინფორმაციას ''ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა