ცესკო - ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას

ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას, - ამის შესახებ ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ გამორიცხავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მეორე ტურში მაჟორიტარობის ზოგიერთმა კანდიდატმა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო, „რაიმე სახის გარე ჩარევის გამო მოხდა“.

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ამ ეტაპზე ალტერნატიული ფორმატით გასაჯაროებული წინასწარი შედეგები იხილეთ ბმულზე”, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

შემაჯამებელი ოქმები იხილეთ ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა