ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროის მდგომარეობით დათვლილი უბნების თანახმად, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები ლიდერობენ.

კერძოდ, ცესკოს ინფორმაციით, №1 - მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი - №2 - შალვა შავგულიძე 1477 ხმა (8.49%) და №41 - ბექა ოდიშარია 15 919 ხმა (91.51%).

№2 - ვაკე - №2 - ელენე ხოშტარია 1290 ხმა (6.3%) №41 - ნოდარ ტურძელაძე 19 171 ხმა (93.7%).

№3 - საბურთალო - №24 - ალექსანდრე ელისაშვილი 1951 ხმა (10.03%), №41 - დავით სერგეენკო 17556 ხმა (89.97%)

№4 - ისანი - №5 - ხატია დეკანოიძე 970 ხმა (7.26%), №41 - კახა კახიშვილი 12 397 ხმა (92.74%) №5 - სამგორი- №5 - ლევან ხაბეიშვილი 1165 ხმა (11.81%), №41 - სოზარ სუბარი 8699 ხმა (88.19%).

№6 - დიდუბე, ჩუღურეთი -№36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2231 ხმა (10.34%), №41 - გიორგი ვოლსკი 19 337 ხმა (89.66%)

№7 - ნაძალადევი -№10 - შალვა ნათელაშვილი 1140 ხმა (8.86%), №41 - მიხეილ ყაველაშვილი 11 725 ხმა (91.14%)

№8 - გლდანი - №5 - ნიკანორი მელია 2710 ხმა (10.78%), №41 - ლევან კობიაშვილი 22434 ხმა (89.22%)

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - №5 - გიორგი ბოტკოველი 4042 ხმა (10.33%), №41 - ირაკლი ქადაგიშვილი 35 082 ხმა (89.67%)

№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - №5 - ცეზარი ჩოჩელი 1958 ხმა (7.75%), №41 - შალვა კერესელიძე 23 546 ხმა (93,23%)

№12 - რუსთავი, გარდაბანი -№5 - დავით კირკიტაძე 21 27 ხმა (12.35%), №41 - ნინო ლაცაბიძე 15097 ხმა (87.65%)

№16 - ხაშური, ქარელი -№5 - ნატო ჩხეიძე 2301 ხმა (8.86%), №41 - ზაალ დუგლაძე 23376 ხმა (91.04%)

№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 - კახა გეწაძე 2694 ხმა (8.13%), №41 - ბეჟან წაქაძე 30 439 ხმა (91.87%).

№23 - ქუთაისი -№5 - გრიგოლ ვაშაძე 955 ხმა (8.54%), №41 - ზაზა ლომინაძე 10 472 ხმა (93.6%)

№27 - ზუგდიდი - №5 - მალხაზ ჯალაღონია 82 ხმა (5.94%), №41 - ირაკლი ჩიქოვანი 12694 ხმა (94.06%)

№28 - ბათუმი -№5 - ლევან ვარშალომიძე 1234 ხმა (11.53%), №41 - რესან კონცელიძე 9465 ხმა (88.47%)

№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - №5 - მიშა ბოლქვაძე 2129 ხმა (11.27%) , №41 - ანზორ ბოლქვაძე 16770 ხმა (88.73%).

ცნობისთვის, დღეს არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა და ასევე ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატის კონკურენტს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი წარმოადგენდა. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში დარჩნენ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო