„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მეორე ტურზე გამოვლენილი ძირითადი ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილი ძირითადი ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ხაშური-ქარელისა და რუსთავი-გარდაბნის მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნებში აკვირდებოდა. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონიტორები აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცედურების შესრულების პროცესს უბნების გახსნიდან კენჭისყრის დასრულებამდე, ასევე ხმის დათვლისა და შემაჯამებელი ოქმების შევსების პროცესს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ყურადღების ქვეშ მოექცა ასევე საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორია. ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ზაალ დუგლაძეს დაუპირისპირდა №5 საარჩევნო ბლოკის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე. რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს დაუპირისპირდა №5 საარჩევნო ბლოკის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე.

ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტებმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს, რაც სავარაუდოდ იყო ამ ოლქებში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის მიზეზი. ამავე დროს, ბოიკოტმა მოახდინა გავლენა არჩევნების შედეგზეც - ორივე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

კენჭისყრის მიმდინარეობისას, საუბნო-საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილნი იყვნენ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული 6 წევრი, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული 3 წევრი და ზოგიერთ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დანიშნული 1 წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის წარმოდგენილნი არ იყვნენ ოპოზიციური პარტიები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომელთაც უფლება ჰქონდათ მათ მიერ დანიშნული წევრები მიევლინათ საუბნო საარჩევნო კომისიებში. ოპოზიციურმა პარტიებმა თავად განაცხადეს უარი, მათ მიერ დანიშნულ წევრებს მონაწილეობა მიეღოთ საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობაში, მეორე ტურში. საუბნო საარჩევნო კომისიებში, ასევე, მივლინებული არ იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც უფლება აქვთ დაკვირვება განახორციელონ პროცესზე“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო