აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა. ამ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი თქმით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 12 450 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსს აშშ-ში 261 790 ადამიანი ემსხვერპლა, 4.7 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და გასული 12 დღის განმავლობაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა მსოფლიოში აშშ-ში ფიქსირდება.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს